2006 წელი - მესი:
Aa
Aa

2006 წელი - მესი: "ბარსას ზოგიერთ ფეხბურთელს ჩელსი რეალზე მეტად სძულს"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ და კლასიკურ დაპირისპირებას ვიხილავთ - "ჩელსი" "ბარსელონას" წინააღმდეგ.

ამ გუნდების დაპირსპირებებს დიდი ისტორია აქვთ. საინტერესოა, რომ 2006 წელს, როცა "ბლაუგრანამ" "არისტოკრატები" "სტემფორდ ბრიჯზე" 2-1 დაამარცხა, შეხვედრის შემდეგ 19 წლის ლეო მესიმ Sky Sports-თან ასეთი კომენტარი გააკეთა.

"აქ "ბარსას" ზოგიერთ ფეხბურთელს "ჩელსი" "რეალზე" მეტად სძულს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამის თქმა მომიწევდა. არ მეგონა, თუ ბრაზილია-არენტინისა და "ბოკა ხუნიორსი" - "რივერ პლეიტის" დაპირსპირებებზე უფრო მეტად დაძაბულ შეხვედრას ვნახავდი".

შეგახსენებთ, რომ კატალონიურ-ლონდონური ჯახი 20 თებერვალსა და 14 მარტს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები