მოურინიოს თავში ბოთლი მოარტყეს, არტეტა კი დაასისხლიანეს - ჩხუბი
Aa
Aa

მოურინიოს თავში ბოთლი მოარტყეს, არტეტა კი დაასისხლიანეს - ჩხუბი "ოლდ ტრაფორდის" გასახდელში

პრემიერლიგის მე-16 ტურის ცენტრალური დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე" შედგა. "სიტიმ" "იუნაიტედი" 2-1 დაამარცხა და "წითელ ეშმაკებს" 11 ქულით გაასწრო.

The Telegraph-ის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ გუნდებს შორის დაპირისპირება შედგა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.

მსაჯის საფინალო სასტავენის შემდეგ, "სიტის" ფეხბურთელებმა ტრიბუნებთან ზეიმი დაიწყეს, რომელიც გასახდელში სიმღერით გაგრძელდა.

"წითელი ეშმაკების" დამრიგებელი ჟოზე მოურინიო როგორც ჩანს ყველაზე მეტად შეწუხდა და "ქალაქელებს" გასახდელში ესტუმრა. პორტუგალიელმა მათ მეტი პატივისცემისკენ მოუწოდა.

ჟოზეს პასუხი ედერსონმა გასცა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და მასში მთელი გუნდი ჩაერთო.

საბოლოოდ მოურინიოს თავში წყლის ბოთლი მოხვდა. არტეტამ კი "ოლდ ტრაფორდი" დასისხლიანებულმა დატოვა. წყაროს ინფორმაციით გვარდიოლას თანაშემწეს წარბი ჰქონდა გახეთქილი.

ყველაზე მეტად კი რომელუ ლუკაკუ აქტიურობდა, რომელიც სტადიონიდან პოლიციის თანხლებით გაიყვანეს.

ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ გავრცელებულა. სავარაუდოდ პრემიერლიგა ამ ინციდენტს გამოიძიებს და არ არის გამორიცხული, რომ გუნდები მკაცრად დაისაჯონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები