Aa
Aa

"სიტიმ" პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი "ოლდ ტრაფორდზე" დაამყარა!

პრემიერლიგის მე-16 ტურში "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერული დერბი გაიმართა. "იუნაიტედმა" "სიტის" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.

პეპ გვარდიოლამ მოურინიოს მორიგი დუელი მოუგო, "ქალაქელებმა" კი ამ მნიშვნელოვან გამარჯვებასთან ერთად პრემიერლიგის რეკორდიც დაამყარეს.

დღემდე არასდროს მომხდარა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში რომელიმე გუნდს ზედიზედ 14 მატჩი მოეგოს. "სიტიმ" კი ეს შეძლო და ყველა დროის რეკორდიც დაამყარა.

მომდევნო მატჩს გვარდიოლას გუნდი ოთხშაბათს, სტუმრად "სუონსისთან" ჩაატარებს და ამ უნიკალური მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეეცდება.

ამ წუთისთვის "მანჩესტერ სიტი" 46 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და უახლოეს მდევარ "იუნაიტედს" 11 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები