კენჭისყრის წინ - ალეგრიმ ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
Aa
Aa

კენჭისყრის წინ - ალეგრიმ ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა

ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ კენჭისყრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და დაასახელა გუნდი, რომელთანაც 1/8 ფინალურ სტადიაზე შეხვედრა არ სურს.

"ვიცი, რომ სავარაუდოდ ინგლისურ გუნდს შევხვდებით. ეს 66%-იანი ალბათობით მოხდება. რას ვფიქრობ მე? ვისურვებდი, რომ 1/8 ფინალში "პსჟ"-ს ავცდენილიყავით. ამ გუნდს არანორმალურად სწრაფად და ტექნიკურად თამაში შეუძლია. ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე ვიბრძოებთ და იოლად არაფერს დავთმობთ".

ტურინელების სავარაუდო მეტოქეების ვინაობა ცნობილია - "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "პსჟ", "ტოტენჰემი" და "ბეშიქთაში".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა 11 დეკემბერს თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები