Aa
Aa

"ჩელსიმ" კონტეს შემცვლელს მიაგნო

ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი ანტონიო კონტეს მუშაობით უკმაყოფილოა და მის დათხოვნას გეგმავს.

იტალიელ სპეციალისტს ბოლო პერიოდში გუნდში არსებული სიტუაცია აერია და მის დალაგებას ვეღარ ახერხებს.

ბრიტანული პრესის მტკიცებით, სეზონის ბოლოს კონტე "ჩელსის" დატოვებს და მის ნაცვლად "არისტოკრატებს" "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩაიბარებს.

ენრიკეს ლონდონელთა თავკაცის პოსტზე ზუსტად იგივე რაოდენობის ანაზღაურება ექნება, როგორიც კონტეს აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ესპანელი სპეციალისტი პრემიერლიგის რიგით მე-3 ყველაზე მაღალანზღაურებადი მწვრთნელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ლუის ენრიკე "ბარსელონას" 2014-2017 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად ფაქტიურად ყველაფრის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები