ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ბორუსიამ" ბოში დაითხოვა და ახალი მწვრთნელი დანიშნა

დორტმუნდის "ბორუსიამ" მთავარი მწვრთნელი პიტერ ბოში თანამდებობიდან დაითხოვა.

BBC-ის ინფორმაციით, გემრანული კლუბის ხელმძღვანელთათვის ბოლო წვეთი გუშინდელი მარცხი გამოდგა, რომელიც "ბორუსიამ" საკუთარ კედლებში ბრემენის "ვერდერთან" (1-2) იწვნია.

წყაროს ცნობით, "ბორუსიას" სეზონის ბოლომდე "კიოლნის" ყოფილი მწვრთნელი პიტერ შტოგერი გაწვრთნის, რომელიც "თხებმა" წინა კვირაში დაითხოვეს.

"ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს იოაჰიმ ვაცკემ ბოშის დათხოვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"მე და პიტერ ბოშს გუშინ საუბარი გვქონდა, რომლის შემდეგაც გადავწყვიტეთ, რომ ის გუნდს დატოვებდა. ჩვენ ერთმანეთს საუკეთესო პირობებით დავშორდით. მთელი "ბორუსია" დღესაც მიიჩნევს, რომ ბოში ბრწყინვალე პიროვნება და უმაღლესი დონის სპეციალისტია".

51 წლის ავსტრიელმა პიტერ შტოგერმა კი თავის ახალ სამუშაოზე მოკლე და ორიგინალური კომენტარი გააკეთა: "მთავარი შანსი ცხოვრებაში".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები