კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "კოუტინიო და "ბარსელონა"? ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა SportsMole-თან საუბრისას კოუტინიოს ტრანსფერის შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა.

"კოუტინიო და "ბარსელონა"? ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ჭორები მაინც გავრცელდება და მას წინ ვერაფერი აღუდგება. მე სათქმელი არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ ეს სიტუაცია არ შეიცვლება. ერთი რამ ნამდვილად ვიცი - ფეხბურთელებმა იციან, რომ აქ ვითარდებიან. ამაზე საუბარი ჩემი საქმე არაა. მე მევალება, რომ მოთამაშეებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაში დავეხმარო".

შეგახსენებთ, რომ Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოუტინიომ კლუბს სთხოვა, რომ 2018 წლის ზაფხულში "ბარსელონაში" მის ტრანსფერს ხელი არ შეუშალონ და მოლაპარაკებები ობიექტურად აწარმოონ.

წყაროს თქმით, ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბთან ამ შეთანხმების მიღწევა ზამთარშივე სურს, რათა დარჩენილი სეზონი "მერსისაიდელთა" რიგებში მშვიდად ჩაატაროს და კონცენტრაცია მხოლოდ მოახლოებულ მატჩებზე მოახდინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები