რონალდუს მორიგი რეკორდი! ზედიზედ 7 წელია ის...
ლა ლიგის მე-15 ტურში მადრიდის "რეალმა" "სევილიას" უმასპინძლა და 5-0 გაანადგურა.
შეხვედრაში დუბლის ავტორი გახდა კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.
პორტუგალიელ ფეხბურთელს ერთ კალენდარულ წელში უკვე 51 გოლი დაუგროვდა. რონალდუ ასეთ შედეგს უკვე ზედიზედ 7 წელია აფიქსირებს და 50 გოლიან ნიშნულს სცდება.
ასეთი შედეგი ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ უჩვენებია. ოქროს ბურთის 5 გზის მფლობელს 51 გოლის გასატანად 57 მატჩი დასჭირდა.
საშუალოდ ერთ შეხვედრაში რონალდუს 0.89 გოლი გააქვს, რაც ასევე შთამბეჭდავი შედეგია.