კეინმა 90 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა
Aa
Aa

კეინმა 90 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა

პრემიერლიგის მე-16 ტურში ლონდონის "ტოტენჰემმა" "უემბლიზე" "სტოკს" უმასპინძლა და 5-1 გაანადგურა.

შეხვედრაში დუბლის ავტორი გახდა "დეზების" ინგლისელი ფორვარდი ჰარი კეინი, რომელმაც ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა.

ერთ კალენდარულ წელში კეინის ანგარიშზე უკვე 50 გოლია და ასეთი რამ 90 წელია არავის გაუკეთებია. ბოლოს ამდენი გოლი "ევერტონის" ფორვარდმა დიქსი დინმა გაიტანა.

ეს გამარჯვება მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის ბოლო 5 შეხვედრაში პირველი იყო. "ტოტენჰემი" 28 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა დღეს "არსენალის" გამარჯვების შემთხვევაში ისინი მეექვსემდე ჩამოქვეითდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები