Aa
Aa

კობახიძის გოლი შედევრი რობენის სტილში და გამარჯვება უკრაინის ჩემპიონატში

უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში სანდრო კობახიძის "ვორსკლა" დონეცკის "ოლიმპიკს" კიევში ესტუმრა და 4:1 დაამარცხა.

კობახიძემ შეხვედრა შეუცვლელდ ჩაატარა და მე-10 წუთზე ულამაზესი გოლიც გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა არიენ რობენის სტილში მარჯვენა ფლანგიდან გარღვევა განახორციელა და მეტოქე გუნდის მცველებს თავგზა აუბნია, რის შემდეგაც ულამაზესი დარტყმით ბურთი შორეულ ცხრიანში ჩასვა.

შეგახსნებთ, რომ კობახიძემ ლამაზი გოლი წინა ტურშიც გაიტანა, როცა პოლტაველებმა საკუთარ მოედანზე "ალექსანდრიას" უმასპინძლეს.

აქვე გეტყვით, რომ 19 ტურის შემდეგ "ვორსკლა" 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები