ობამეიანგმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა!
Aa
Aa

ობამეიანგმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა!

ბუნდესლიგის მე-15 ტურში "დორტმუნდი" საკუთარ კედლებში ბრემენის "ვერდერთან" 1-2 დამარცხდა.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, მასპინძელთა გაბონელი ფორვარდი პიერ ემერიკ ობამეიანგი ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა.

28 წლის ობამეიანგმა თავის ანგარიშზე მორიგი გოლი ჩაიწერა, რომელიც 97-ე აღმოჩნდა და ის ამ შედეგით ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირი გახდა.

აქამდე ხსენებული რეკორდი ფრანკფურტის "აინტრახტისა" და "ჰამბურგის" ყოფილ ფორვარდს ტონი იებოას (96) ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ ობამეიანგი "დორტმუნდის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 210 შეხვედრაში 140 გოლი და 35 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები