Aa
Aa

"ბარსა" დეულოფეუს "მილანში" აბრუნებს და მის ნაცვლად...

როგორც ცნობილია იანვრისთვის "ბარსა" შეტევის გაძლიერებას გეგმავს. გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და მათ ნაცვლად კლუბი ახალ მოთამაშეებს შეიძენს.

როგორც Football Italia იტყობინება, "კამო ნოუს" დატოვების ყველაზე რეალური კანდიდატი ჟერარდ დეულოფეუა, რომელიც შესაძლოა უკან "მილანში" დაბრუნდეს.

ესპანელი შემტევი მშობლიურ გუნდში ვერ ათამაშდა და მისით ვალვერდეც უკმაყოფილოა.

დეულოფეუს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და ამის გარანტიას სწორედ "მილანი" აძლევს.

ესპანელი შემტევის ნაცვლად კატალონიური კლუბი ლისაბონის "სპოტინგის" პორტუგალიელი გარემარბის ჟელსონ მარტინშის შეძენას გეგმავს.

A Bola-ს ცნობით, "ბლაუგრანა" 22 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის კანდიდატურას როტაციისთვის იდეალურად მიიჩნევს და ლისაბონელებთან მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავენ.

როგორც მოგეხსენებათ, "სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში "ბარსელონასთან" ერთად იმყოფებოდა. საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა.

წყარო ვარაუდობს, რომ კატალონიელები მარტინშის შეძენას ზამთარშივე შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჟელსონ მარტინში "სპორტინგის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ის კლუბის აკადემიის აღზრდილი გახლავთ. პირველ გუნდში მის ანგარიშზე 110 მატჩში 20 გოლი და 24 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები