Aa
Aa

"იმედი მაქვს ხვდებით, რომ ღმერთი ჩამოვიდა"..."ბიჭები შოკში იყვნენ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ლეგიონერმა ხუან მატამ, "ოლდ ტრაფორდზე" ზლატან იბრაჰიმოვიჩის პირველი დღეები გაიხსენა და მის შესახებ სახალისო ისტორია მოყვა.

"როცა ის აქ ჩამოვიდა, ჩვენ წინასასეზონო ტურნეში ვიყავით. მას ვარჯიში მარტოს მოუხდა. იქ მხოლოდ მაისურის მიმტანი ბიჭები იყვნენ. ზლატანმა მათ შეხედა და უთხრა: "იმედი მაქვს ხვდებით, რომ ღმერთი ჩამოვიდა". ბიჭები შოკში იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. ამ დროს იბრამ სიცილი დაიწყო. ის ყოველთვის ასე აკეთებს".

ზლატანის შესახებ სახალისო ისტორია გაიხსენა "იუნაიტედის" სომეხმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმაც.

მხითარიანი შვედი ვასკვლავისთვის შეეცადა დაემტკიცებინა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ ერთი ღმერთი არ არის.

"ყველამ ვიცით, რომ იბრაჰიმოვიჩი საკუთარ თავს ღმერთს უწოდებს, მაგრამ როდესაც როსტოვში ჩავფრინდით მას ვკითხე - ხედავ, ვინ არის ნამდვილი ღმერთი? რა თქმა უნდა ვხუმრობ. იქ ბევრი სომეხი იყო, რომელიც ჩემს სახელს სკანდირებდა. ამის შემდეგ იბრა მიხვდა, რომ არსებობს კიდევ ერთი ღმერთი - მე.

მას ძლიერი ხასიათი აქვს. ბევრ ადამიანს მისი არ სჯერა. მათ არ ესმით ზლატანის ხუმრობების და არც იმის რასაც ის ამბობს. თუმცა, მე მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ ერთმანეთს პირველივე წუთებიდანვე გავუგეთ".

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გასულ სეზონში, ევროპის ლიგაზე "ანდერლეხტის" წინააღმდეგ შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა.

36 წლის ფეხბურთელმა რეაბილიტაციის კურსი ვადაზე ადრე დაასრულა და მოედანს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა. "ოლდ ტრაფორდზე" მის გამოჩენას რა თქმა უნდა დიდი ოვაციები მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები