იოვეტიჩი უახლოეს დღეებში
Aa
Aa

იოვეტიჩი უახლოეს დღეებში "ინტერის" ფეხბურთელი გახდება

როგორც „Sky Sport Italia იუწყება, მილანის "ინტერმა" "მანჩესტერ სიტისთან" სტევან იოვეტიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის მონტენეგროელი ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით "ნერიაძურიში" ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი მილანელებს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ მისი სრულად გამოსყიდვაც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ სტევან იოვეტიჩს იტალიის სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს. იგი "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში იოვეტიჩმა 17 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები