მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "სიმართლე გითხრათ, თუ ლაკაზეტის ამბის მსგავსად დაიჯერებთ ყველაფერს"?..

ჟოზე მოურინიომ, მანჩესტერული დერბის წინ, მოედანს გარეთ არსებული ტემპერატურა მოუმატა და პრესასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

წინა კვირას, ვენგერმა განაცხადა, რომ ლაკაზეტი, "მანჩესტერის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა, თუმცა მან მოედანზე 90 წუთი გაატარა და გოლიც გაიტანა.

პორტუგალიელი ფიქრობს, რომ დავიდ სილვასთან დაკავშირებითაც, ანალოგიური სიტუაციაა და გუარდიოლა ამ ინფორმაციას, მიზანმიმართულად ავრცელებს. 

"რა გინდათ, სიმართლე გითხრათ? სიმართლე ისაა, რომ ბაილი და კერიკი, დერბიში ვერ ითამაშებენ.

რაც შეეხება სილვას, იგი შეიძლება ტრავმირებულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს.

სიმართლე თუ გინდათ ესაა, სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ, სილვას ამბავი, ლაკაზეტის ამბავივივით დაიჯეროთ.

ჩვენ პრობლემები გვაქვს და ამას ვაცხადებთ კიდეც. როცა ფეხბურთელი ტრავმირებულია, ის ტრავმირებულია და მე მხოლოდ სიმართლეს გეუბნებით".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ დავიდ სილვა ტრავმირებულია და შესაძლოა, მან, მენჩეტერულ დერბიში ვერ ითამაშოს.

ესპანელი ნახევარმცველი, "შახტართან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. 

"სიტისთვის", "შახტართან" შეხვედრა, არაფერს წყვეტს, რადგან გუნდს, ჯგუფის პირველი ადგილი განაღდებული აქვს. ეს ისე...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები