Aa
Aa

"ინტერი" საოცარ ფორმაშია - სპალეტის გუნდმა კლუბის რეკორდი გაიმეორა!

მილანის "ინტერმა" სერია A-ს მე-15 ტურში "სან სიროზე" "ვერონა" 5-0 გაანადგურა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა საკლუბო რეკორდი გაიმეორა. კერძოდ, "ინტერმა" საწყისი 15 ტურის შემდეგ 39 ქულა დააგროვა და კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი გაიმეორა.

ანალოგიური შედეგი მილანელებს 2006-2007 წლებში ჰქონდათ, როდესაც რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით სკუდეტოს მოპოვება შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" "ვერონას" დამარცხების შემდეგ, "ნაპოლის" 1, ხოლო "იუვენტუსს" 2 ქულით გადაასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები