მფრინავი დე ხეა - ესპანელმა პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა
Aa
Aa

მფრინავი დე ხეა - ესპანელმა პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა კიპერმა დავიდ დე ხეამ "არსენალთან" შეხვედრაში პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა.

დე ხეამ "მეთოფეების" 15 დარტყმიდან 14-ის მოგერიება შეძლო და პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში გახდა მესამე მეკარე, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა.

აქამდე, მსგავსი შედეგი ვიტო მანონესა და ტიმ კრულს ჰქონდათ.

აქვე გეტყვით, რომ "არსენალმა" "იუნაიტედის" კარის მისამართით 33-ჯერ დაარტყა, თუმცა მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.

უკვე მერამდენე სეზონია რაც "მეთოფეებს" ერთი და იგივე ემართებათ - "არსენალი" ჩემპიონობისთვის ვერც წელს იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები