პოგბა
Aa
Aa

პოგბა "სიტიზე" საუბრობს: "მინდა, რომ ტრავმა მათმა მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმაც მიიღონ"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "არსენალთან" გამარჯვების (3-1) შემდეგ, თავისი ერთ-ერთი ლიდერი პოლ პოგბა დაკარგა. ფრანგმა ნახევარმცველმა წითელი ბარათი მიიღო და მომდევნო ტურში მანჩესტერულ დერბის გამოტოვებს.

მატჩის შემდეგ, The Telegraph-თან საუბრისას პოგბამ საკმაოდ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა: "დარწმუნებული ვარ, რომ შეცდომას "სიტიც" დაუშვებს. რა თქმა უნდა, ასეთი საუბარი მართებული არ გახლვათ, მაგრამ მინდა, რომ ტრავმა მათმა მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმაც მიიღონ. ისევე როგორც ეს ჩვენს გუნდს დაემართა. მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში "ქალაქელები" აუცილებლად დასუსტდებიან და შეცდომებსაც დაუშვებენ, რომლითაც ჩვენ ვისარგებლებთ".

შეგახსენებთ, რომ "სიტისა" და "იუნაიტედის" დაპირისპირება 10 დეკემბერს "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები