სტერლინგი შესაძლოა პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს
Aa
Aa

სტერლინგი შესაძლოა პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს

The Sun-ის ინფორმაციით რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა პრემიერლიგის ყველაზე მაღალანზღაურებადი მოთამაშე გახდეს.

22 წლის სტერლინგი "სიტის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და ამ წუთისთვის მის მიერ გაფორმებული პირველი კონტრაქტის მხოლოდ ნახევარია შესრულებული, თუმცა "ქალაქელები" ინგლისელი ვინგერისთვის ახალი პირობების შეთავაზებას გეგმავენ.

წყაროს ცნობით, კლუბი რაჰიმისთვის კვირაში 300 ათასი ფუნტის შეთავაზებას აპირებს, რაც ფეხბურთელს პრემიერლიგის მასშტაბით ყველაზე მაღალანზღაურებადს გახდის.

ამ წუთისთვის ინგლისში ყველაზე მეტს პოლ პოგბას უხდიან - კვირაში 290 ათასი.

"სიტის" შემადგენლობაში რაჰიმ სტერლინგის ანგარიშზე 113 შეხვედრაში 34 გოლი და 35 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები