სარი:
Aa
Aa

სარი: "ინტერი და იუვენტუსი ნაპოლიზე ძლიერები არიან"

გუშინ, სერია A-ში ტურის ცენტრალური დაპირსპირება შედგა - "ნაპოლიმ" შინ "იუვენტუსთან" 0-1 წააგო და ცხრილში ლიდერობა საფხრთხის ქვეშ დააყენა.

მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა თავკაცმა მაურისიო სარიმ განვლილი მატჩი შეაფასა და გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

"ნაპოლი დაიღალა? ამ დაღლილმა გუნდმა იუვენტუსი თავისივე საჯარიმოს 70 წუთის განმავლობაში მიაჯაჭვა. ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით. შეტევაში ფორვარდების ნაკლებობას განვიცდით. ფეხბურთელი რომელიც მომენტს დააგვირგვინებს - ასეთი მხოლოდ დრის მერტენსი გვყავს. ინტერი და იუვენტუსი ნაპოლიზე ძლიერები არიან. ჩვენი მხრიდან იმის თქმა, რომ ფავორიტები ვართ, ეს ზედმეტი თავდაჯერბულობის მიმანიშნებელი იქნება. ასე არ გახლავთ. ჩვენ 9 თვის შემდეგ პირველად წავაგეთ. კარგად ვთამაშობთ, მაგრამ რეალიზაციის მხრივ პრობლემები გვაქვს".

აქვე გეტყვით, რომ თუ ხვალ "ინტერი" "ვერონას" დაამარცხებს, მილანელები სატურნირო ცხრილში გალიდერდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები