პოგბამ
Aa
Aa

პოგბამ "არსენალთან" მატჩის წინ მოულოდნელი განცხადება გააკეთა

დღეს, პრემიერლიგაში ტურის ცენტრალური ჯახი ლონდონში შედგება. "ემირეიტსზე" "არსენალი" "მანჩესტერს" უმასპინძლებს.

მატჩამდე საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა "წითელი ეშმაკების" ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ.

"საფრანგეთში "არსენალი" ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ეს გასაკვირი არც ყოფილა, რადგან მათ შემადგენლობაში ყოველთვის ბევრი ფრანგი ასპარეზობდა. ლონდონელებისა და ანრის დიდი ქომაგი ვიყავი. არ ვამბობ, რომ თავგადაკლული გულშემატკივარი გახლდით, თუმცა მათი მონაწილეობით ბევრ შეხვედრას ვუყურებდი. "არსენალი" ყოველთვის კაგი გუნდი იყი". - განაცხადა პოგბამ Mirror-თან საუბრისას.

შგახსენებთ, რომ "არსენალისა" და "მანჩესტერის" დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები