Nbadraft-ის სტატია გოგა ბითაძეზე
Aa
Aa

Nbadraft-ის სტატია გოგა ბითაძეზე

ამერიკული საიტი - Nbadraft.net-ი, გოგა ბითაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მის სათამაშო ასპექტებს განიხილავს.

„ფიზიკურად ძლიერია და კარგი კოორდინაცია აქვს. შეუძლია შავი სამუშაოს შესრულება, არის ენერგიული და ხშირად ხისტადაც თამაშობს.

უყვარს აქტიური თამაში და არ ერიდება მეტოქეებთან კონტაქტს. კარგად არჩევს პოზიციას და ჭკვიანურად გადაადგილდება. ეხერხება ბლოკების დაყენება, როგორც ბურთით, ასევე, მის გარეშე.

რაც შეეხება მინუსებს, ის არ არის ემოციური და ფეთქებადი მოთამაშე, რამაც, შეიძლება ხანდახან ყურადღებაც გაუფანტოს.

მისი სხეული გაუმჯობესებულია, თუმცა საკმარისად ათლეტური არაა, რის გამოც, ფიზიკურად ძლიერ მოთამაშეებთან გამკლავება უჭირს.

სტაბილურად სროლა არ გამოსდის, რაც აუცილებლად უნდა დახვეწოს“. - წერს ამერიკული საიტი ბითაძეზე.

Nbadraft-ის ვარაუდით, ბითაძე დრაფტზე 51-ე ნომრად იქნება განთესილი და მას „მინესოტა“ აირჩევს.

ქართველი კალათბურთელი, ამჟამად სერბულ კლუბ „მეგა ბიმაქსს“ ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები