Aa
Aa

"ჰამბურგმა" სახელმწიფოს თხოვნით მიმართა, რომ... უნიკალური ფაქტი ბუნდესლიგაში

ბუნდესლიგაში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, "ჰამბურგმა" სახელმწიფოს სპეციალური თხოვნით მიმართა, რომ 17 წლის ფორვარდი იან ფეტ არპი მე-14 ტურში "ფრაიბურგთან" მატჩის განაცხადში შეეყვანათ.

როგორც ცნობილია, გერმანიაში მოქმედი კანონის თანახმად 17 წლამდე ასაკის ბავშვებს მუშაობა დილის ექვსი საათიდან საღამოს რვა საათამდე შეუძლიათ. მატჩი კი 20:30 საათზეა დანიშნული.

DW Sport-ის ინფორმაციით, "ჰამბურგის" თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და არპი "ფრაიბურგის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

იან არპი "ჰამბურგის" სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში ის მიმდინარე სეზონში გამოჩნდა. მის ანგარიშზე უკვე 5 შეხვედრაა, რომელშიც 2 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ არპი გახდა პირველი 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელი, რომელსაც ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები