მიულერი და რიბერი ვარჯიშს დაუბრუნდნენ
Aa
Aa

მიულერი და რიბერი ვარჯიშს დაუბრუნდნენ

მიუნხენის „ბაიერნის“ ლიდერებმა - ტომას მიულერმა და ფრანკ რიბერიმ, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს.

რიბერიმ ტრავმა ბუნდესლიგის მე-7 ტურში მიიღო, ხოლო მიულერი მე-9 ტურში დაშავდა.

მათ ტრავმის შემდეგ, გუნდთან ერთად გუშინ პირველად ივარჯიშეს და უახლოეს პერიოდში თამაშიც შეეძლებათ.

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდა ბრაზილიელი რაფინიაც, რომელსაც მუხლის მცირე დაზიანება ჰქონდა.

„რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგის მორიგი ტურის შეხვედრას შაბათს ჩაატარებს, როცა საკუთარ მოედანზე ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ „ჰანოვერს“ დაუხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები