კარიერაში პირველად : ლებრონ ჯეიმსი გააძევეს
Aa
Aa

კარიერაში პირველად : ლებრონ ჯეიმსი გააძევეს

დღეს გამთენიისას ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ხუთი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ტური სხვებისგან არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა, რომ არა ქუიქენ ლოანს არენაზე მომხდარი შემთხვევა. კლივლენდსა და მაიამის შორის ჩატარებული შეხვედრის მესამე პერიოდში მთავარმა არბიტრმა ლებრონ ჯეიმსი მინდვრიდან გააძევა. ეს ფაქტი კი „მეფე“ ლებრონის 15 წლიან კარიერაში პირველად მოხდა.

კლივლენდის ლიდერი მეტოქის ფარს უტევდა, როდესაც ხისტად ეთამაშნენ და მან ჯარიმის მოთხოვნით მთავარ არბიტრს უყვირა.

მატჩის შემდეგ მსაჯმა კევინ ფიცჯერალდმა თავის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა:

ეს იყო ჯეიმსის რამოდენიმე დარღვევის კულმინაცია. ბოლო მომენტში მან გადაწყვეტილება ჩემსკენ ხელების ქნევითა და ყვირილით გააპროტესტა. აღნიშნულ ინციდენტამდე მან რამდენიმე მომენტში ვულგარული ლექსიკით მომმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ლებრონმა თამაში ბოლომდე ვერ ჩაატარა, მან ორმაგი დუბლის მოგროვება მაინც მოახერხა (21 ქულა, 12 მოხსნა). შეხვედრაში საუკეთესო კი 38 ქულით კევინ ლავი იყო.

კლივლენდმა მაიამის 108:97 ძლია და ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები