დე როსი 2 მატჩს გამოტოვებს
Aa
Aa

დე როსი 2 მატჩს გამოტოვებს

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში მომხარი იციდენტის გამო, დანიელე დე როსი, 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

„ჯენოასა“ და „რომას“ შეხვედრის 69-ე წუთზე, დე როსიმ, გენუელთა ფორვარდ ჯანლუკა ლაპადულას სახეში ხელი ჩაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს და მისი გუნდის კარის მიმართულებით პენალტი დანიშნეს.

იტალიის ჩემპიონატის მესვეურებმა, ეს ეპიზოდი, არასპორტულთა კატეგორიაში გაატარეს, რის გამოც დე როსის, „სპალთან“ და „კიევოსთან“ გასამართი მატჩების გამოტოვება მოუწევს.

აქვე დავამატოთ, რომ მომდევნო ტურის შეხვედრას, დისკვალიფიკაციის მიზეზით, „ვერონას“ მცველი ტომას ერტო და „ბოლონიას“ უნივერსალი უკანახაზელი ვასილის ტოროსიდისიც გამოტოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები