ახალი კონტრაქტი გორეცკას
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი გორეცკას

ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერი - „შალკე“, თავის ლიდერ ლეონ გორეცკას, კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს.

„ხუმარები“ მზად არიან, რომ 22 წლის ფეხბურთელს ხელფასი გაუზარდონ, რათა იგი „ფელტინს არენაზე“ დიდი ხნით დატოვონ.

Bild-ის მიერ გავრცელებული ცნობით, გორეცკას „შალკე“ წლიურად 12 მილიონ ევროს სთავაზობს.

ლეონ გორეცკას, „შალკესთან“ ამჟამინდელი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება.

მის მიმართ ინტერესს, მიუნხენის „ბაიერნი“ და „ლივერპული“ იჩენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები