Aa
Aa

"ნაპოლი" გრიმალდოსთვის ზამთარში იბრძოლებს

სერია A-ს ლიდერი - „ნაპოლი“, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, მარცხენა მცველის შეძენას ეცდება.

პორტუგალიური A Bola-ს ინფორმაციით, “პარტენოპეიმ“ თვალი, ლისაბონის „ბენფიკას“ ესპანელ უკანახაზელ ალექს გრიმალდოს დაადგა.

როგორც გამოცემა წერს, იტალიელები მზად არიან, მის ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გრიმალდოს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად, 40 მილიონი ევრო წერია.

„ნაპოლის“ თავისის ძირითადი მარცხენა მცველი - ფაუზი გულამი 6 თვით დაუშავდა და ამ პოზიციის გაძლიერების აუცილებლობაც, ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში.

22 წლის გრიმალდო, „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილია და „ბენფიკაში“ 2016 წელს გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები