“ვალენსია” ავსტრალიელი მეკარით გაძლიერდა
Aa
Aa

“ვალენსია” ავსტრალიელი მეკარით გაძლიერდა

როგორც “ვალენსიას” ოფიციალური ვებგევრდი იუწყება კლუბი ავსტრალიელი მეკარე მეთიუ რაიანით გაძლიერდა. “ბრიუგეს” აწ უკვე ყოფილმა მოთამაშემ ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

23 წლის რაიანმა ევროპული კარიერა 2013 წელს “ბრიუგეში” დაიწყო. ბელგიური კლუბის შემადგენლობაში თავის დამკვიდრების შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში გადავიდა.

ბელგიის ჩემპიონატი არაერთი ფეხბურთელისთვის გამომადგარა ე.წ. ტრამპლინი. ასეთი შემთხვევაა ავსტრალიელ მეკარესთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ეროვნულ გუნდში სტაბილურად თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები