Aa
Aa

ანტეტოკუნმპო მწვრთნელს: "სახეს მოგ***ნავ!"

"მილუოკი ბაქსის" 22 წლის ბერძენმა ცენტრმა გიანის ანტეტოკუნმპომ "იუტა ჯაზთან" შეხვედრის დროს ნერვები ვერ მოთოკა.

ბერძენი კალათბურთელი ფეთქებადი ხასიათით არ გამოირჩევა, თუმცა გუშინდელ მატჩში მე-3 მეოთხედის ერთ-ერთი წუთშესვენების დროს, მან მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს შონ სვინის უხეშად მიმართა: "I will fuck you up!", "სახეს მოგ***ნავ!

ერთ-ერთი მომენტში, გიანისმა ბურთი მოხსნა, თუმცა მალევე დაკარგა და ამის გამო "იუტამ" მათ კალათში ბურთი მარტივად მოათავსა. ბერძენმა კალათბურთელმა კი დამხმარე მწვრთნელის კრიტიკა ვერ აიტანა, რასაც ეს ინციდენტი მოჰყვა.

მატჩის დასრულების შემდეგ ანტეტოკუნმპომ პრესასთან მის საქციელზე ისაუბრა: "ყოველთვის გიწევს, რომ შენს ძმებთან იჩხუბო. მე და სვინის ყველაფერი რიგზე გვაქვს".

შეგახსენებთ, რომ "მილუოკიმ" ხსენებული მატჩი 121-108 წააგო. გიანისის ანგარიშზე კი 27 ქულა, 13 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები