Aa
Aa

"ბარსას ჩემი დამატება სურდა, ამის მიზეზი ნეიმარის წასვლა იყო"

"ნაპოლის" ბელგიელმა ბომბარდირმა დრის მერტენსმა Het Laatste Nieuws-სთან ინტერვიუში გასული ზაფხული გაიხსენა და საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"გასულ ზაფხულს "ბარსას" ჩემი დამატება სურდა, ამის მიზეზი ნეიმარის წასვლა იყო. "ნაპოლიში" ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ, არ მინდოდა, რომ კვლავ სათადარიგოთა სკამს დავბრუნებოდი და ამიტომ "ბლაუგრანას" უარი ვუთხარი. შემდეგ კი კატალონიელებმა 100 მილიონი იმ მოთამაშეში გადაიხადეს, რომელიც ჩემს დონეზე არ იმყოფება. დიახ, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, თუ რა მოხდებოდა "ბარსასთვის" თანხმობა რომ მიმეცა და "კამპ ნოუზე" გადავბარგებულიყავი. იმის გათვალისწინებით, თუ ვინ თამაშობს "ბარსელონას" შეტევის მარცხენა ფლანგზე წლევანდელ სეზონში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძირითადში ადვილად მოვხვდებოდი".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ნეიმარის წასვლის შემდეგ უსმან დემბელე შეიძინა, რომელმაც სულ რამდენიმე მატჩის ჩატარება მოასწრო და მალევე უმძიმესი ტრავმა მიიღო. 20 წლის ფრანგის დაბრუნებას დეკმებრის ბოლოსკენ ვარაუდობენ.

რაც შეეხება 30 წლის მერტენსს, ბელგიელმა აშკარად ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, რადგან "ბარსას" ნეიმარის შემცვლელად დემბელე არ მოუყვანია. მისი როლი საწყის ტურებშივე გამოჩნდა - ფრანგი შეტევის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად შეიძინეს.

კატალონიელებს ფელიპე კოუტინიოს დამატებაც სურდათ, რომელსაც შეტევის მარცხენა ფლანგზე უნდა ეთამაშა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და წლევანდელ სეზონში მარცხენა ფრთიდან თამაშს ძირითადად ხორდი ალბა ამწვავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები