Aa
Aa

"მას მატჩის ანგარიშიც კი არ ახსოვდა" - ხამესმა ტვინის შერყევა მიიღო

ბუნდესლიგის მე-13 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "გლადბახთან" 2-1 წააგო და წლევანდელ სეზონში მეორე მარცხი იწვნია.

"რეკორდმაისტერს" ლაზარეთში უამრავი ფეხბურთელი ჰყავს. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე "ანდერლეხტთან" მატჩისას მიუნხენელებს ტიაგო ალკანტარა და არიენ რობენი დაუშავდათ, გუშინდელ შეხვედრაში კი ჰაინკესმა ხამესიც დაკარგა.

შეჯახების შემდეგ, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

მატჩის შემდეგ, "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა პრესასთან ხამესის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ხამესს ტვინის შერყევა აქვს. შესვენებისას, მას მატჩის ანგარიშიც კი არ ახსოვდა".

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ლაზარეთში ამჟამად არიენ, რობენი, ფრენკ რიბერი, დავიდ ალაბა, ტომას მიულერი, ტიაგო ალკანტარა, ხამეს როდრიგესი, მანუელ ნოიერი და რაფინია იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები