იკარდი
Aa
Aa

იკარდი "რეალში"? არგენტინელმა პირველი კომენტარი გააკეთა

სერია A-ს მე-14 ტურში "ინტერმა" სტუმრად "კალიარი" დაამარცხა (3-1) და დროებით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მილანელთა არგენტინელ კაპიტანს მაურო იკარდის ჟურნალისტებმა უხერხული კითხვა დაუსვეს - რას ფიქრობს ის "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებ?

"ჯერ მხოლოდ ნოემბერია. თქვენ კი უკვე სხვა გუნდში გადასვლაზე მეკითხებით. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ამ ეტაპზე ვერაფერს გამოვრიცხავ, რადგან სატრანსფერო ფანჯარამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი".

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულისთვის "რეალისთვის" პრიორიტეტული ცენტრფორვარდის პოზიციის გაძლიერება იქნება.

მადრიდელთა შთამბეჭდავ სიაში 24 წლის მაურო იკარდიც იმყოფება, რომელმაც სერია A-ს წლევანდელ სეზონში უკვე 15 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები