დე ბრუინი:
Aa
Aa

დე ბრუინი: "ვგრძნობ, რომ "სიტის" ყელაფრის მოგება შეუძლია"

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელმა შემტევმა კევინ დე ბრუინემ პრესასთან საუბრისას თავის ფორმასა და მიმდინარე სეზონში გუნდის გეგმებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მესმის, რომ მარტო ვერაფრის მოგებას შევძლებ, თუმცა ჩემს თამაშს ყოველდღე ვაუმჯობესებ. ჩემი გუნდში მოსვლის დღიდან, მხოლოდ ლიგის თასი მოვიგეთ. მოვიდა დრო, რომ უფრო სერიოზულ შედეგებზე ვიფიქროთ და მათ მივაღწიოთ. ვგრძნობ, რომ "სიტის" ყელაფრის მოგება შეუძლია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება. ერთბაშად ოთხი ტურნირის მოგება ურთულესი რამაა".

პეპ გვარდიოლას გუნდი პრემიერლიგას 12 ტურის შემდეგ 34 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/8 ფინალის საგზური უკვე გაფორმებული აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები