სტერლინგი: „მანჩესტერ სიტიში“ წინსვლის საშუალება მექნება
Aa
Aa

სტერლინგი: „მანჩესტერ სიტიში“ წინსვლის საშუალება მექნება

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ რაჰიმ სტერლინგილივერპულიდან“ „მანჩესტერ სიტიშიგადავიდა. ფეხბურთელმა იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, თუ რატომ აირჩიამანჩესტერ სიტი“.

ეს გუნდი მისი პოლიტიკის და განვითარების ვექტორის გამო ავირჩიე. ისინი პროგრესირებენ, ცდილობენ ევროპაში და ინგლისში დომინირებას. გუნდი ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე ყველზე პრესტიჟულ ევროტურნირზე ასპარეზობა. გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელებია, ისეთი მოთამაშეები როგორიც აგუერო, სივლა და ტურეა წინსვლის შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა სტერლინგმა.

მანჩესტერ სიტიმფეხბურთელში 43,7 მილიონი ფუნტი გადაიხადა. კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები