მოურინიოს ნაცვლად გვარდიოლა აჯობებდა - კანტონამ
Aa
Aa

მოურინიოს ნაცვლად გვარდიოლა აჯობებდა - კანტონამ "მანჩესტერი" გააკრიტიკა

"მანჩეტსერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ერიკ კნატონამ BBC-ისთან ინტერვიუში "წითელ ეშმაკებზე" ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო კომენტარიც გააკეთა.

"არ მესმის, თუ რატომ აიყვანა "იუნაიტედმა" დაცვითი სტილის მწვრთნელი. მოურინიო მომწონს, მაგრამ ჩემს გემოვნებასთან უფრო ახლოს "ბარსელონას" სტილი დგას. ეს ჩემთვის უფრო მისაღები და სასიამოვნო საყურებელია. პეპი, რომ "მანჩესტერს" წვრთნიდეს, მის თამაშებს თვალს სიამოვნებით მივადევნებდი. ჟოზეს აქვს ქარიზმა და ის საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ მე გვარდიოლა მომწონს. შემტევი ფეხბურთი მხიბლავს და მთელი ჩემი კარიერა სწორედ ამ სტილში თამაშს ვცდილობდი".

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში "სიტი" "იუნაიტედს" უკვე 8 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები