პასტორეს იტალიურ-ესპანური ვარიანტი
Aa
Aa

პასტორეს იტალიურ-ესპანური ვარიანტი

TalkSPORT-ის ინფორმაციით, ხავიერ პასტორეს „პსჟ“-დან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია.

არგენტინელი გამთამაშებელის შეძენა ყველაზე მეტად მილანის „ინტერს“ სურდა, თუმცა დღეს პასტორეს ახალი მსურველი გამოუჩნდა და შესაძლოა იტალიელებს გარიგება ჩაეშალოთ.

საუბარია „სევილიაზე“, რომელსაც ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და მზადაა ფრანგებს 20 მილიონი ევროც შესთავაზოს.

ნეიმარისა და მბაპეს მოსვლის შემდეგ, არგენტინელს პასტორეს გუნდიდან წასვლა 99%-ით გადაწყვეტილია და ახლა მხოლოდ ის არის დასაზუსტებელი, თუ როდის და რომელ გუნდში გააგრძელებს ის კარიერას.

შეგახსენებთ, რომ ხავიერ პასტორე „პსჟ“-ს ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 43 გოლი და 57 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები