Aa
Aa

"მესის შეუძლია, რომ 10 სანტიმეტრიან მონაკვეთში დაუჯერებელი რაღაცები აკეთოს"

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი დღის ცენტრალური მატჩი ტურინში შედეგბა, სადაც "იუვენტუსი" "ბარსელონას" უმასპინძლებს.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა მასიამილიანო ალეგრიმ ლეო მესიზე ისაუბრა.

"მესიმ იცის, თუ როგორ უნდა მოექცეს ბურთს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს მის მსგავსად სხვამ არავინ იცის. ლეოს წინააღმდეგ თავი გუნდურად უნდა დავიცვათ. თუ, ყველა არ იმუშავებს, მაშინ მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება. მესის შეუძლია, რომ 10 სანტიმეტრიან მონაკვეთში დაუჯერებელი რაღაცები აკეთოს".

შეგახსენებთ, რომ D ჯგუფს "ბარსა" 10 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ ტურინელებს 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები