კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "15 წუთის განმავლობაში თამაში შევწყვიტეთ"..."ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დავმარცხდით"

"სევილიასთან" საოცარი შეხვედრის შემდეგ, რომელიც 3-3 დასრულდა, "ლივერპულის" გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს დამარცხებულად გრძნობს.

"მეორე ნახევარში ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ. ნორმალური იყო, რომ პირველი ნახევრის შემდეგ თავდაჯერებულები ვიყავით. მთავარი პრობლემა კონცენტრაციის დაკარგვა იყო. 15 წუთის განმავლობაში თამაში შევწყვიტეთ. ზედმეტად პასიურები ვიყავით და დაცვაში ღრმად ვიჯექით. ამ ფაქტმა მეტოქეს უპირატესობა მისცა და მათ ეს შანსი გამოიყენეს. მატჩი არ წაგვიგია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დავმარცხდით. ჯგუფში ყველაფერი ჩვენს ხელთაა, მაგრამ დღეს კარგ ხასიათზე ნამდვილად არ ვარ".

შეგახსენებთ, რომ E ჯგუფს "მერსისაიდელები" 9 ქულით ლიდერობენ. "სევილია" 8 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო მოსკოვის "სპარტაკს" 6 ქულა აქვს და ბოლო ტურში მათ, მხოლოდ "ენფილდზე" მოგება აძლევთ ხელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები