planetrugby:
Aa
Aa

planetrugby: "უსამართლობის განცდა გვტანჯავს"..."იმედია, რომ საქართველო რევანშის შანსს მალე მიიღებს..."

მსოფლიოს წამყვანი გამოცემები უელსისა და საქართველოს მატჩის ირგვლივ საუბარს განაგრძობენ. ამჯერად, ხსენებულ შეხვედრაზე გავლენიანმა სარაგბო გამოცემა planetrugby-მ დაწერა.

"უსამართლობის განცდა გვტანჯავს. იმ ეპიზოდში გვინდოდა, რომ რამდენიმე უცენზურო სიტყვა გვეთქვა. საუბარი ავსტრალიაზე არ გვაქვს, ახლა ჩვენს გონებაში საქართველოა.

მამაცი "ბორჯღალოსნები" მასპინძელთა ლელოს ხაზთან დაბანკდნენ. სხვაობა მხოლოდ 7 ქულა იყო და ქართველებს სურდათ, რომ მსოფლიოსთვის თავიანთი შერკინების ძალა ენახებინათ. უელსელებმა ბურჯი დაკარგეს, ქართველებმა კი შერკინება მოითხოვეს, მაგრამ უელსს ბურჯები აღარ ჰყავდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შერკინებაში მიწოლა აიკრძალა და ქართველთა ყველაზე მძლავრმა იარაღმა ფუნქცია დაკარგა. ისინი იძულებულები გახდნენ ბურთი კიდეზე გადაეტანათ და რამდენიმე წამის შემდეგ ისტორიის დაწერის შანსიც წაერთვათ – საქართველომ მატჩი დათმო.

რაშია პრობლემა და რა გვაწუხებს ჩვენ? ყველამ კარგად დაინახა, რომ მასპინძელთა ორივე ბურჯი სათადარიგოთა სკამიდან წამოხტნენ, როცა ტრავმირებულმა ფრანცისმა მოედანი დატოვა. ორივე მათგანმა გაიხადა და მოედანზე გამოსასვლელად მზად იყვნენ. თუმცა, სამწუხაროდ სამწვრთნელო შტაბის წევრებმა მათი ენთუზიაზმი ჩაახშეს. გუნდის ექიმმა ერთ წუთში ორი დიაგნოზი დასვა და ორივე მორაგბეს წვისის ტრავმა დაუდგინა. საბოლოოდ, მათ მოედანზე შევსლა აეკრძალათ.

დღემდე, ამ ეპიზოდის გამოძიებაზე ერთი სიტყვაც არ გაგვიგია. ადრეც ვითხოვდით და ახლა ორმაგად მოვითხოვთ - მატჩისას საჭიროა, რომ დამოუკიდებელი და ნეიტრალური სამედიცინო პერსონალი დაინიშნოს, რომელიც მოთამაშეებს დიაგნოზს ობიექტურად დაუსვამს.

იმედია, რომ საქართველო რევანშის შანსს მალე მიიღებს და ეს ექვსი ერის ფარგელბში მოხდება. დიახ, მათ აქვთ პრობლემები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კარდიფში ჩატარებულ შეხვედრაში "ბორჯღალოსანთა" გარჯას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკვე დროა მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს".

შგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ტესტ მატჩს 25 ნოემბერს აშშ-ს წინააღმდეგ გამართავს, რომელიც თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ცხელი ამბები