კავანი:
Aa
Aa

კავანი: "მე და ნეიმარი მეგობრები არ ვართ"

ედინსონ კავანისა და ნეიმარს შორის დაპირისპირება უკვე დიდი ხანია გრძელდება და პრესა მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს.

ურუგვაელმა ფორვარდმა დღეს ახალი განცხადება გააკეთა, რომელიც საკმაოდ მკაფიო და მრვალისმთქმელი იყო.

"მეგობრების ყოლა ეს ნორმალური რამაა. ისინი არიან ადამიანები, რომლებთანაც შენ პიროვნული ან კულტურული თვისებები გაერთიანებს. მე და ნეიმარი მეგობრები არ ვართ. თუმცა, ჩვენ ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ორივეს გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანი რამაა".

შეგახსენებთ, რომ ფრანგული პრესა ზაფხულში კავანის გუნდიდან წასვლას აანონსებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები