ანანიძე ინდივიდუალურ მზადებას შეუდგა
Aa
Aa

ანანიძე ინდივიდუალურ მზადებას შეუდგა

მოსკოვის „სპარტაკის“ ქართველმა შემტევმა ჯანო ანანიძემ, ტრავმის შემდეგ, ვარჯიში განაახლა და მზადებას ინდივიდუალური პროგრამით შეუდგა.

ანანიძეს მყესების დაზიანება აქვს და მან ოპერაცია რომში გაიკეთა, იგი რამდენიმე დღის წინ იტალიის დედაქალაქში გამოკვლევაზე იმყოფებოდა.

25 წლის ქართველ ფეხბურთელს, ექიმებმა ნება დართეს, სატრენაჟორო დარბაზში მოემზადოს, თუმცა როდის დაუბრუნდება ქართველი მწვანე მინდორს ჯერჯერობით უცნობია.

მოსკოვის „სპარტაკი“ დღეს „ჩემპიონთა ლიგის“ მე-5 ტურში სლოვენიურ „მარიბორს“ უმასპინძლებს, ანანიძე კი შეხვედრას თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები