ლიხტშტაინერი ზამთარში
Aa
Aa

ლიხტშტაინერი ზამთარში "იუვედან" წავა?

იტალიური პრესის ინფორმაციით, შესაძლოა, შტეფან ლიხტშტაინერმა ზამთარში ტურინის „იუვენტუსის“ რიგები დატოვოს.

Calciomercato ამბობს, რომ შვეიცარიელ მცველს „ბებერი ქალბატონიდან“ წასვლა ზაფხულშიც სურდა, თუმცა მაშინ ამისგან თავი შეიკავა.

მატია დე შილიოსა და ბენედიქტ ჰიოვედესის სახით, ლიხტშტაინერს სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათთან ვეტერანი მოთამაშის შანსები, მიზერულია.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე სეზონია, მასიმილიანო ალეგრის ლიხტშტაინერი „ჩემპიონთა ლიგის“ განაცხადში არ შეჰყავს.

შტეფან ლიხტშტაინერი „იუვენტუსში“ 2011 წელს „ლაციოდან“ გადავიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები