იანა ნოვოტნა 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

იანა ნოვოტნა 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ჩეხი ვეტერანი ჩოგბურთელი იანა ნოვოტნა 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნოვოტნა ბოლო პერიოდში სიმსივნით იყო დაავადებული და იგი გუშინ, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

იანა ნოვოტნა წყვილთა შორის სუპერწარმატებული მოთამაშე გახლდათ, მას "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირი აქვს მოგებული - 2-ჯერ "ავსტრალიის ღია პირველობა", 3-ჯერ "როლან გაროსი" და "ამერიკის ღია პირველობა, ხოლო 4-ჯერ "უიმბლდონი".

რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს, ნოვოტნას აქტივში 1998 წლის "უიმბლდონია", გარდა ამისა, მას "ავსტრალიის ღია პირველობის" ფინალსა და "ამერიკის ღია პირველობისა" და "როლან გაროსის" 1/2 ფინალებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები