იბრა ჩვეულ სტიქიაშია -
Aa
Aa
20 ნოემბერი 2017  |  12:29

იბრა ჩვეულ სტიქიაშია - "ლომები უფრო ადრე ჯანმრთელდებიან, ვიდრე ადამიანები"

პრემიერლიგის მე-12 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნიუკასლს" 4-1 სძლია და მე-2 პოზიცია გაიმყარა.

ხსენებულ შეხვედრაში, გამარჯვების გარდა "წითელი ეშმაკებისთვის" ორი რამ მოხდა - მოედანს პოლ პოგბა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, ზლატანმა თავის თავს არ უღალატა და პრესასთან მორიგი ორიგინალური კომენტარი გააკეთა.

"მოედანზე დაბრუნება ძალიან ემოციური გამოდგა. ამ დროის განმავლობაში სიმშვიდეს ვინარჩუნებიდ და ძალიან ბევრს ვშრომობდი. ლომები უფრო ადრე ჯანმრთელდებიან, ვიდრე ადამიანები".

შეგახსენებთ, რომ 36 წლის შვედ ფორვარდს ტრავმის გამო 7 თვე გაუცდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები