Aa
Aa

"შეგიძლიათ თვითონ ივარჯიშოთ და შემადგენლობაც დააყენოთ" - რა მოხდა შვედეთთან მატჩამდე?

იტალიური პრესა "სკუადრა აძურას" შესახებ სკანდალურ ამბავს ასაჯაროებს, რომელიც შვედეთთან განმეორებით შეხვედრამდე მოხდა.

Sky Sport Italia-ს თქმით, შესარჩევი ციკლის ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების ლიდერები - ჯანლუიჯი ბუფონი, დანიელე დე როსი და ანდრეა ბარძალი, ფეხბურთელებს მწვრთნელის გარეშე შეხვდნენ და მათთან ნაკრების ტაქტიკაზე ისაუბრეს.

როგორც იწერება, ვენტურამ შვედეთთან განმეორებით მატჩამდე 2 დღით ადრე, ლიდერებს ეს ინციდენტი გაუხსენა და ასეთი რამ უთხრა: - "თქვენ ფეხბურთელებთან შეხვედრა და მათთან ტაქტიკაზე საუბარი, კარგად გამოგდით, ასე რომ, შეგიძლიათ ისინი ავარჯიშოთ კიდეც და შემადგენლობაც დააყენოთ". 

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ვენტურა გაცეცხლებული იყო. მან ნაკრების ბაზაზე, ფეხბურთელები რამდენიმე საათით მარტო დატოვა და არც ტელეფონს პასუხობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები