პიკე კვლავ ყურადღების ცენტრშია - რა მიაძახა მან მსაჯს ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ?
Aa
Aa
20 ნოემბერი 2017  |  11:30

პიკე კვლავ ყურადღების ცენტრშია - რა მიაძახა მან მსაჯს ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ?

ლა ლიგის მე-12 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ლეგანესი" დაამარცხა (3-0) და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

მატჩის მთავარმა არბიტრმა კატალონიელთა მცველს ხერარდ პიკეს პირველ ნახევარში ყვითელი ბარათი უჩვენა, რომელიც მისთვის მე-5 გამოდგა და ის "ვალენსიასთან" მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს.

გაფრთხილების მიღების მომენტში, პიკემ მსაჯს შემდეგი რამ უთხრა: "უნდიანი, უნდიანო არ მითხრა, რომ ჩემი გაფრთხილება წინასწარ არ გქონდა ჩანიშნული".

ესპანელმა ჟურნალისტებმა ფეხბურთელის ეს ნათქვამი პირის მოძრაობით გაშიფრეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, "ბარსას" თავკაცმა ენრესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ მსაჯმა გადაამეტა და პიკე ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები