უიღბლობა გრძელდება -
Aa
Aa

უიღბლობა გრძელდება - "ბენევენტომ" ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა!

იტალიის სერია A-ს აბსოლუტურმა დებიუტანმა „ბენევენტომ“, ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის მასშტაბით ანტირეკორდი დაამყარა.

1930-31 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სეზონის სტარტზე ზედიზედ 12 მატჩი წააგო, ხოლო „სასუოლოსთან“გუშინდელი მარცხის შემდეგ, „ბენევენტომ“ ამ მაჩვენებელს გადააჭარბა და მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-13-ედ დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბენევენტოელები ქულების აღებასთან, რამდენჯერმე ნახევარ ნაბიჯში იყვნენ.

25 ოქტომბერს მათ „კალიარისთან“ ანგარიში 94-ე წუთზე გაათანაბრეს, თუმცა 95-ე წუთზე გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.

აი გუშინდელი შეხვედრისას კი, 92-ე წუთზე „სასუოლოს“ ლიდერმა - დომენიკო ბერარდიმ, 1:1-ზე პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ 94-ე წუთზე ფედერიკო პელუზომ გამარჯვების გოლი მაინც შეაგდო და „ბენევენტო“ კვლავაც უქულოდ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები