ტურამის 16 წლის შვილის ტრანსფერზე
Aa
Aa

ტურამის 16 წლის შვილის ტრანსფერზე "იუვენტუსი" მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „მონაკოს“ 16 წლის ნახევარმცველ კეფრენ ტურამ-ულიენის ტრანსფერზე მუშაობს.

კეფრენ ტურამი, საფრანგეთის ნაკრებისა და „იუვეს“ ყოფილი მცველის - ლილიან ტურამის შვილია.

Calciomercato-ს ცნობით, ტურინელები პატარა ტურამის თავისთან გადაყვანას ზამთარში აპირებენ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშვება „მონაკოს“ მაინცდამაინც არ უნდა.

ლილიან ტურამის კიდევ ერთი ვაჟი - მარკუს ტურამი, ასევე ფეხბურთელია და ამპლუით თავდამსხმელია. იგი 20 წლისაა და ამჟამად ლიგა 1-ის კლუბ „გინგამში“ თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები