ტიაგო სილვა:
Aa
Aa

ტიაგო სილვა: "იმედია, კოუტინიოს სიურპრიზს მოგვიწყობს და"...

„ლივერპულის“ ბრაზილიელი ლიდერი - ფელიპე კოუტინიო, შესაძლოა, არა „ბარსელონაში“, არამედ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს.

პარიზელთა კაპიტან ტიაგო სილვას განცხადებით, იგი თანამემამულეს ამ თემაზე ხშირად ესაუბრება და იმედი აქვს, რომ მომავალი სეზონიდან კოუტინიო „პარკ დე პრენსზე“ ითამაშებს.

„კოუტინიოს ამ საკითხზე ხშირად და ბევრს ვესაუბრები. იმედი მაქვს, რომ ის სეზონის ბოლოს დიდ სიურპრიზს მოგვიწყობს და ჩვენს გუნდში გადმოვა.

როგორც ნეიმარს ვურჩევდი, მასაც ვეუბნები, რომ კარიერა „პსჟ“-ში გააგრძელოს.

თუმცა უმთავრესია, რომ მან საკუთარი თავისთვის საუკეთესო არჩევანი გააკეთოს“.

ამ მომენტისათვის, „პსჟ“-ში 5 ბრაზილიელი თამაშობს. ტიაგო სილვას გარდა, პარიზული კლუბის ღირსებას ნეიმარი, დანი ალვეში, ლუკას მოურა და მარკინიოსი იცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები